Saturday, April 4, 2015

გავაკეთე პრეზენტაცია მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ჩემეული ვერსიის და შევიტანე მცირეოდენი ცვლილებები კოლეგების რჩევების გათვალისწინებით. მეხუთე მოდელში გავეცანი, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენო შეფასების რუბრიკები ჩემს პროექტზე მუშაობისას. შევიმუშავე შეფასების გეგმები, რომლებსაც გამოვიყენებ პროექტის შეფასებისას. შევიტანე ცვლილებები ჩემი პროექტის გეგმაში, კერძოდ, შეფასების გეგმაში.

Sunday, March 22, 2015

მეორე მოდულის რეფლექსია

მოდული 2 დამეხმარა მესწავლა  თუ როგორ დავგეგმოთ პროექტი. ჩამოვყალიბდი თუ რა თემაზე ვაკეთებ პროექტს, გადავხედე საგნობრივ სტანდარტებს და განვსაზღვრე თუ რა სტანდარტებზე გამიყვანს ჩემი პროექტი. შევიმუშავე ამოცანები, ესგ-ს და XXI საუკუნის უნარ-ჩვევების გათვალისწინებით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მესწავლა როგორ დავსვა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და გავაკეთე მონახაზი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების.  ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო შეფასების სხვადასხვა მეთოდების: განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების განხილვა. გავაკეთე ჩემი პროექტის შეფასების გეგმა და შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.