Sunday, March 22, 2015

მეორე მოდულის რეფლექსია

მოდული 2 დამეხმარა მესწავლა  თუ როგორ დავგეგმოთ პროექტი. ჩამოვყალიბდი თუ რა თემაზე ვაკეთებ პროექტს, გადავხედე საგნობრივ სტანდარტებს და განვსაზღვრე თუ რა სტანდარტებზე გამიყვანს ჩემი პროექტი. შევიმუშავე ამოცანები, ესგ-ს და XXI საუკუნის უნარ-ჩვევების გათვალისწინებით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მესწავლა როგორ დავსვა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და გავაკეთე მონახაზი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების.  ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო შეფასების სხვადასხვა მეთოდების: განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების განხილვა. გავაკეთე ჩემი პროექტის შეფასების გეგმა და შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.


No comments:

Post a Comment